ჩინეთის ქალაქ უხანთან 2 დღეში ახალი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა, კლინიკა კორონავირუსით დაინფიცირებულების სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა.
ჰონგ-კონგში ექიმები გაფიცვით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ჩინეთთან საზღვრებს არ ჩაკეტავს.
საბერძნეთს, ისტორიაში პირველად, ქალი პრეზიდენტი ჰყავს.
ფინელმა მეცნიერებმა საკვები ჰაერისგან შექმნეს და აცხადებენ, რომ მსოფლიოს მოსახლოების საკმარისი საკვებით დაკმაყოფილებაში რევოლუციას მოახდენენ. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ავღანეთის სამთავრობო ძალებმა „თალიბების“ წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაჯგუფება „თალიბანის“ 51 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარება "მძიმეა" - იმ ფონზე, როცა ვირუსმა კიდევ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და დააავადა, მსოფლიოს გარშემო ქვეყნებში კი ამ დაავადების ახალი შემთხვევები ფიქსირდება.