აპრილი 08 2023 წაკითხვა 379 ჯერ

“ნიუ-იორკის სასამართლოში გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში დაბრუნდა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვინც საბრალდებო სკამე დასვეს, მას ბრალი 34 მუხლით წაუყენეს, თუმცა არცერთს არ აღიარებს და აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

აპრილი 07 2023 წაკითხვა 327 ჯერ

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დიდი ალბათობით, ქალაქის ცენტრისკენ მიდიან, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემების ანგარიშში.

აპრილი 05 2023 წაკითხვა 288 ჯერ

იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეთში შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის საპოლიციო ძალებს შორის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პალესტინელმა ახალგაზრდებმა სამართალდამცავებს პეტარდები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

აპრილი 05 2023 წაკითხვა 318 ჯერ

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

აპრილი 04 2023 წაკითხვა 348 ჯერ

რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთან ინტერვიუში განაცხადა.

აპრილი 04 2023 წაკითხვა 339 ჯერ

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის ცენტრში წინ მიიწევენ და ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამგვარად, ინსტიტუტის ანალიტიკოსები ადასტურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ.

გვერდი 92 სულ 316
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.