ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დანიელ ჰოგსტა აცხადებს, რომ სანამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება.
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ თელ-ავივში მთავრობის კანონპროექტი 200 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა.
აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს თავს ტორნადო დაატყდა. Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხალი განსაკუთრებით ძლიერი მისისიპის შტატში იყოს, სადაც სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა.
იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. პროფკავშირის ინფორმაციით, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, აქციებში მონაწილეობდა 3.5 მილიონი ადამიანი. შსს-ს ცნობით, დემონსტრანტების რიცხვი 1 მილიონს აჭარბებდა.