ნატოს უარი: საქართველოში ბაზები არ იქნება
აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემია“-ში («Новое время») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ნატოს უარი: საქართველოში ბაზები არ იქნება“, რომელშიც განხილულია საქართველოს ჩტდილოატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა (ავტორი - ზაურ რასულზადე).
პუბლიკაციაში კომენტირებულია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ ქართული ტელევიზიისადმი, რომელშიც მან განაცხადა, რომ მიმდინარე ეტპაზე ნატო არ გეგმავს არც საქართველოს მიღებას და არც მის ტერიტორიაზე რაიმე ბაზის განლაგებას. ამასთან ბრიუსელი გააგრძელებს მჭიდრო ინტეგრაციულ პროცესს თბილისთან.
„რატომ არ თანხმდება ნატო საქართველოს მიღებას თავის რიგებში? პასუხი, როგორც ყოველთვის, ტრადიციულია: რეფორმების გაგრძელება და გაღრმავება. მაგრამ როდემდე? ჩერნოგორია, რომელიც საქართველოს ბევრად ცამოუვარდება ნატოს სტანდარტებით, ისე მიიღეს ალიანსის წევრად, მისთვის რაიმე პრეტენზია არ წაუყენებიათ. მიზეზი საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება წარმოადგენს. ნატოს არ სურს თავის რიგებში ისეთი სახელმწიფოს მიღება, რომელსაც რუსეთთან ტერიტორიული პრობლემები აქვს და რომელიც ამის გამო მუდმივი რისკის წყარო იქნება.
რუსეთმაც, თავის მხრივ, მშვენივრად იცის, რომ საქართველო ოფსაიდში იმყოფება და მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა საეჭვოა, თუმცა დასავლეთის მოსაჩვენებლად დროდადრო „შეშფოთებას გამოხატავს“, ანუ მოსკოვი თბილისს ბრიუსელის მიმართ კბენის საბაბად იყენებს. ნატოელების ნათქვამი, რომ საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოსო, ცარიელი სიტყვებია. სხვათა შორის, ეს თბილისმაც კარგად იცის, მაგრამ თავისი ხალხის მოსაჩვენებლად, ხელისუფლება ალიანსთან „ინტეგრაციას აღრმავებს“.
საინტერესოა, რომ ქართული ოპოზიცია, რომელიც ბოლო დრომდე დასავლეთისა და ნატოს აოპოლოგეტი იყო, დღეს დასავლეთის პოზციებს აკრიტიკებს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ანტიდასავლაური კამპანია დაიწყო. დიახ, მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ფაქტია: დღეს ქართული ოპოზიციისათვის მთავარ მტერს აშშ-ის ელჩი და დასავლეთის სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები წარმოადგენენ. მათი კარიკატურებით სავსეა სოციალური ქსელები, ისეთ კომენტარებს წაიკითხავს კაცი, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა - რატომ დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ მხარი დასავლეთმა არჩევნებთან დაკავშირებით...
საქართველოში არასწორად ესმით დასავლეთის პოლიტიკის არსი: ბევრს ჰგონია, რომ ევროპა და ამერიკა გულის ფანცქალით ელოდება იმას, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, როდის დაუწყებს საქართველო რუსეთს კრიტიკას დასავლეთის საამებლად და ა.შ. სინამდვილეში საქმე სრულიად სხვაგვარად არის: დასავლეთის მთავარი სურვილი მესამე სამყაროს ქვეყნების - საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნების მიმართ ისაა, რომ მათ მისი კომფორტი არ დაარღვიონ. რასაკვირველია, ამერიკას და ევროპას საქართველოს სრული იგნორირება არ შეუძლიათ, ამიტომ დაპირებებით კვებავენ.
საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ საქმე ეხება იმ დასავლეთს, რომლისთვისაც პრობლემის გაჭიანურება უფრო უმჯობესია, ვიდრე მისი მოგვარება. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა იმ დრომდე დაამწნილეს, სანამ თვითონ აზერბაიჯანმა არ გადაწყვიტა საკითხი 44 დღეში. არავის არ გაუკვირდეს, მაგრამ თუ საქართველო თავისი ნებით გადაწყვეტს ისევ მოსკოვის ფრთების ქვეშ დაბრუნებას, ვაშინგტონი და ბრიუსელი შვებით ამოისუნთქავენ“, - ნათქვამია სტატიაში.
წყარო: https://www.novoye-vremya.com/posts/nato-otkazala-gruzii-v-bazakh-2020-12-15-190152
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"