რა არის ე.წ. სერბული მოდელი და რატომ ალაპარაკდა ამაზე ოპოზიცია
“ასე მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება, საჭიროა ანალიზი. ანალიზი იმის, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, ხელისუფლებაში, პოლიტიკურ ძალებს შორის.
ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და თუ ეს ფაქტორები თანხვედრილია, მაშინ არც არაფერი პრობლემაც არ იქნება”, - ასე შეაფასა “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ე.წ. სერბული მოდელი, რომელზეც ბოლო დროს ოპოზიცია ალაპარაკდა. შეგახსენებთ, რომ ფერადი რევოლუციების ტალღა, რომელიც ქვეყანაში მმართველობის მშვიდობიანი გზით ცვლებისთვის იყო, 2000 წელს სერბეთში დაიწყო, შემდეგ საქართველოში ვარდების, უკრაინაში - ნარინჯისფერი, ხოლო ყირგიზეთში - ტიტების რევოლუციით გაგრძელდა, როგორც ძაბირაძე ამბობს, მაშინ საქართვლოში რეალობა სხვანაირი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება” - რა არის ე.წ. სერბული მოდელი და რატომ ალაპარაკდა ამაზე ოპოზიცია.
“პარტია “ლელოს” ლიდერები “ზუმის” საშუალებით სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს ესაუბრნენ, რომელიც სერბეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტია. როგორც “ლელო საქართველოსთვის” აცხადებს, საუბრისას სერბეთის ოპოზიციის ის გამოცდილება განიხილეს, რომელიც 2018-2020 წლის ოპოზიციის ბოიკოტირება და საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების უკან დახევითა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დასრულდა, რომელიც 2022 წელს ჩატარდება. როგორც “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირველი რაუნდი იყო, რომელიც ფიქრობს, რომ გაგრძელდება და შედეგიანი აღმოჩნდება. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, იმისათვის, რომ სერბეთის მოდელი საქართველოშიც განხორციელებადი აღმოჩნდეს, ქვეყნებში არსებული რეალობები უნდა შეესაბამებოდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იქ 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და ახლა ქართულ ოპოზიციას სურს, რომ იგივე საქართველოშიც მოხდეს. სერბეთში რა განწყობა იყო, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს რეალობას რამდენად შეესაბამება სერბეთში არსებული მაშინდელი რეალობა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თავის დროზე, როცა 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინ სერბული მოდელის გადმოტანაზე იყო ლაპარაკი, მაშინ საქართველოში რეალობა სხვანაირი იყო და შესაძლოა “კმარას” და მაშინდელ სერბულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ საზოგადოებრივი განწყობები სწორად იყო გადანაწილებული. მაგრამ დღეს არ ვიცი დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა როგორია, ოპოზიციის ძალისხმევა როგორია და სერბეთში როგორი იყო. ამიტომ ასე მექანიკურად მოდელების გადმოტანა არ ხდება, საჭიროა ანალიზი, ანალიზი იმის თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, ხელისუფლებაში, პოლიტიკურ ძალებს შორის. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. თუ ეს ფაქტორები თანხვედრილია, მაშინ არც არაფერი პრობლემაც არ იქნება, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. მაგრამ მეეჭვება, რომ სერბეთში ისეთივე განწყობები ყოფილიყო, როგორიც დღეს საქართველოშია და რიგგარეშე არჩევნები ასე დანიშნულიყო. არ მგონია, რომ დღეს ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"