''უკრაინაში პარლამენტის დელეგაცია პარასკევს ან შაბათს მიემგზავრება'' - დავით სერგეენკო
საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საპარალმენტო დელეგაციის ვიზიტი მიმდინარე კვირაში, პარასკევს ან შაბათს შედგება და თუ ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი "დღეს-ხვალ რეჟიმში" გადაწყდება.
ამის შესახებ სერგეენკომ უკრაინაში ვიზიტის თაობაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
დავით სერგეენკოს თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე ან ვიცე-სპიკერი იქნება, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
სერგეენკოს განცხადებით, "ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება".
"შემიძლია ცალსახად გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. ვადები დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროტოკოლურ ნაწილთან.
დელეგაციის შემადგენლობას რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება ხელმძღვანელი, ვინ იქნება კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილი თუ რომელიმე ვიცე-სპიკერი, ეს გაირკვევა პრაქტიკულად დღეს ხვალ რეჟიმში, რადგან მიდის კონსულტაცია კოლეგა უწყებებს შორის. დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება. მიდის კონსულტაციები და ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა სერგეენკომ.
სიახლეები
- “საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ყველას, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა” - შალვა პაპუაშვილი
- “ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია” - შალვა პაპუაშვილი
- "ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე... ასობით დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევში... მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა" - რა ხდება უკრაინაში
- “პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე” - შსს
- “საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია” - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საუბარზე