''ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში'' - ირაკლი კობახიძე
ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში - „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო - „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ ისინი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრებიან.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა.
„მე მგონია, რომ იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წარმოდგენილი- ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო. ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია - „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, ეს არის ძალიან სიმბოლური, ნიშნდობლივი და კარგი. მათი საკვანძო ინტერესია, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი და ამასთან წინააღმდეგობაშია მათი წამოსვლა დელეგაციასთან ერთად. მათ უნდათ გააგრძელონ ის რიტორიკა და ქმედებები, რომლის მიზანია საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა ამ ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში ჩასვლა. შესაბამისად, ეს არის პოპულიზმი და ეს არის მათი ინტერესი, რომ საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი