''ქვეყანას არ აგარევინებთ, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას'' - გია გაჩეჩილაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ინიციატივა „არ აგარევინებთ!“ დააანონსა.

მისი განცხადებით, ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.

კეთილგონიერება, ზომიერება და პრაგმატიზმი – აი რა გვჭირდება დღეს და არა ფსევდო პატრიოტიზმით გაჯერებული ხმამაღალი განცხადებები! მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ორკესტრირებული მოქმედებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც მეტყველებს ბაკურიანში თანამედროვე რევკომის შეკრება.

გვინდა, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ! ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას. ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ცხადია ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გასცეს ყველას, ვინც ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დარღვევით ცდილობს ქვეყნის არევას იქნება ეს – დესტრუქციული ოპოზიცია, ომში მოპარული ფულით დაფინანსებული ე.წ. მედიები თუ სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები (პროვოკატორები). სახეზეა, რომ ეს გაკოტრებული და გამარგინალებული ძალები, უკრაინის ტრაგედიასაც კი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მხოლოდ არეულობაში ხედავენ რევანშის განხორციელების შანსს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ძალების ზღვარგადასული დესტრუქცია, რაც უკვე წლებია არყევს ქვეყანას და მუდმივ ტურბულენციაში გვაცხოვრებს! ჩვენ გვაქვს კითხვები ხელისუფლებასთან: რატომ არ ხდება ქვეყანაში ცილისწამების ნიაღვრის და ბულინგის აღკვეთა ევროპული ცივილიზებული კანონმდებლობით, ეს ხომ დესტრუქციის და არევის მთავარი იარაღებია დღეს; რატომ აძლევენ საქართველოში შემოსვლის უფლებას გავრილოვს, აკერმანს თუ პროვოკაციის გამომწვევ სხვა პირებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს.

ჩვენ გვაქვს კითხვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან; იცის თუ არა მან ბატონი პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ და როგორც ჩვენი მეგობარი, რას ეტყვის ქართულ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით?

ვრჩებით რა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის ერთგულები და სოლიდარულები ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი, მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“- აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი აი“ გია გაჩეჩილაძის ინიციატივით თბილისში შარშან 9 აპრილს დიდ სახალხო შეკრებაზე დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „აი ია“ მიზნად ისახავს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა, ევროპული არჩევანის, ქვეყნის სუვერენიტეტის ეროვნული ინტერესების დაცვას.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხვა 316 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 14 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.