''გაუგებრობები, რაც იყო, ამოწურულია, უკრაინელ კოლეგასთან შევთანხმდით, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ყველა საკითხი ერთმანეთთან გადამოწმდეს'' - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტის დროს სანქციებთან დაკავშირებითაც იყო საუბარი.

პაპუაშვილის განმარტებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის რამენაირად გამოყენებული.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ყოფნისას დააფიქსირა, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი შეძლებს სხვადასხვა სანქციისთვის გვერდის ავლას.

„სანქციებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. ჩვენი პოზიცია არის ცხადი, ნათელი და მათ შორის გასაგები. რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, ქართული საფინანსო სექტორი არის ნაწილი საერთაშორისო სექტორისა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ავტომატურად ვართ ნაწილი იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო სექტორშია. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ და მეც პირადად იქაც საჯაროდაც განვაცხადე, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი შეძლებს გვერდის ავლას სხვადასხვა სანქციისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, პაპუაშვილის თქმით, უკრაინელმა კოლეგამ განაცხადა, შეძლებისდაგვარად თუ იქნებოდა ორმხრივი სანქციების დაწესების განხილვის შესაძლებლობა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უკრაინა ყველა ქვეყნისგან მოელის, რომ ყველა ინსტრუმენტი რამენაირად იქნას გამოყენებული.

„რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩემს კოლეგასთან მქონდა ამაზე საუბარი, აქ მთავარია, რამდენად აქვს საერთოდ საქართველოს ინსტრუმენტი იმისა, რომ რაიმე ორმხრივი სანქციით რაიმე ზიანი მიაყენოს რუსეთს. მათ შორის ჩემს კოლეგასაც მოვახსენე. ვითარების მთელი ირონია ის არის, რომ პირიქით, ჩვენ ვართ სანქციების ქვეშ რუსეთის მხრიდან უკვე წლებია, მაგალითად, სავიზი რეჟიმი რუსეთის მხრიდან არის დაწესებული, ფრენები რუსეთის მხრიდან არის ჩაკეტილი და გარკვეული შეზღუდვებია, მათ შორის სხვადასხვა პროდუქტზე. ასე რომ,  ვფქირობ, აქაც გასაგებია ჩვენი პოზიცია. მნიშვნელოვანი არის უკრაინისთვის, რომ საქართველო არ იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის რამენაირად გამოყენებული, რაზეც ცალსახაა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩემმა კოლეგამ თქვა, შეძლებისდაგვარად თუ იქნებოდა ორმხრივი სანქციების დაწესების განხილვის შესაძლებლობა, რასაც უკრაინა ყველა ქვეყნისგან მოელის, რომ ყველა ინსტრუმენტი რამენაირად იქნას გამოყენებული და მე დავარწმუნე ჩემი კოლეგა, რომ ის ინსტრუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს…მან გაფართოებულ შეხვედრაზეც არაერთხელ ახსენა უკრაინის მადლიერება იმ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ვიჩენთ საერთაშორისო პლატფორმაზე, იმ დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც უკრაინელი მოქალაქეებისთვის იჩენს საქართველოს სახელმწიფო საქართველოში. აქ მყოფი უკრაინელების მიმართ ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ყურადღება და ჩვენ უკრაინელ კოლეგებსაც ჩავრთავთ ამასი, რომ მათ თავი იგრძნონ, როგორც სახლში ამ პერიოდში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავდროულად, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გაუგებრობები ამოწურულია და შეთანხმდნენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ყველა საკითხი ერთმანეთთან გადამოწმდეს.

„განწყობაც აჩვენებდა, რომ ის გაუგებრობები, რაც იყო, ამოწურულია იმ კუთხით, რომ ჩვენ შევთანხმდით, არის დეზინფორმაციის გავრცელების მაღალი რისკები, ამიტომ ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან გადამოწმდეს. მეორე ის, რომ საქართველო რა თქმა უნდა მგრძნობიარეა პრეტენზიების მიმართ, რომლებიც შეიძლება, რუსეთს უკავშირდებოდეს და აქ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა გადაამოწმებს ინფორმაციას, ვიდრე პრეტენზიებს წაუყენებს საქართველოს. ვფიქრობ, ამ კუთხით გვაქვს სრული ურთითერთგაგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედის ეთერში“.

წაკითხვა 261 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 18 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.