''ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს მოხდეს'' - თენგიზ ფხალაძე
ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს მოხდეს - ოპოზიციის ინიციატივა სრულად გამართლებულია, - ამის შესახებ ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურად ომი 8 მაისს დამთავრდა და კაპიტულაციას ხელი 8 მაისს მოეწერა.
„საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც პირველ დოკუმენტს ხელი მოეწერა, ეს დოკუმენტი ჟუკოვს არ მოეწონა და ამიტომ საბჭოთა გენერალიტეტმა მეორე ხელმოწერა დაადგმევინა და ხელი 8 მაისს, უკვე რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე დოკუმენტს მოაწერეს, ოღონდ სხვა ცერემონია გამართეს, ისეთი როგორიც საბჭოთა ხელისუფლებას უნდოდა და როდესაც ხელი მეორედ მოეწერა, მოსკოვში უკვე 9 მაისი თენდებოდა, დროში განსხვავების გამო.
რეალურად ომი 8 მაისს დამთავრდა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის 8 მაისი, ამიტომ ის 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს. იმიტომ აღნიშნავს ამას დიდი ბრიტანეთიც, საფრანგეთიც, გერმანიაც, ყველა 8 მაისს. უბრალოდ საბჭოთა კავშირმა პირველი ხელმოწერა არ მიიღო, იმიტომ, რომ მას უფრო მაღალი დონის ხელმოწერა და სხვანაირად დადგმული სჭირდებოდა, როგორიც მისი ამბიციებისთვის უფრო მისაღები იქნებოდა, ამიტომ გამართეს მეორე ხელმოწერა და მეორე ხელმოწერის დროს უკვე თენდებოდა“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგხსენებთ, საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას სთავაზობს.
დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ "შრომის კოდექსში" ცვლილებები მოამზადეს, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი