"ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ცვლილებები" - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, ამას წინ ვერაფერი აღუდგება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ თუკი მოქალაქეები ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვენ, ქუჩაში 200 ათასი ადამიანიც კი გამოვა.

 

„ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, როდესაც ადამიანები დგანან ერთად, ხელს ჩაკიდებენ, მიუხედავად განსხვავებებისა. ეს თავისუფლად შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანიც და არა რაღაც მორიგი აქცია, უბრალოდ, ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ცვლილებები. მოითხოვონ ის, რაც ეკუთვნით, რომ თავიანთი ქვეყანა დაუბრუნდეთ, ამ ძალიან რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს სწრაფი განვითარების გაგრძელების, რომელიც მალე დაიკეტება. დღეს ჩვენ ჩიხში ვართ შესული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. ყველა ადამიანმა უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და საქართველოს ისტორია გავაგრძელოთ. ამას მივუძღვენი ჩემი სიცოცხლეც და ჩემი ჯანმრთელობაც. ვაგრძელებ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ეს გართულებები და ის უბედურებები, რაც შეიძლება პირადად დამატყდეს თავს. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის ერთმანეთის თანადგომა. ნახეთ როგორი თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა. უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ. ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში დიდი ხანია ვარ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

 

მის თქმით, საქართველოს ნამდვილი გმირები ჰყავს.

 

„ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ჩვენ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, ეს არის ჩვენს ძალაში. ამიტომ, ახლა ნურავინ ელის რაღაც საიდუმლო გეგმებს და საიდუმლო კონსპირაციას. ყველაფერი არის ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება. საქართველო გასაერთიანებელია, ჩიხიდან არის გამოსაყვანი, ქართველები საკუთარ ქვეყანაში ბედნიერები უნდა იყვნენ. ქვეყნიდან გაქცევა უნდა შეჩერდეს და ამას წერტილი დაესვას. ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს პოლიტიკის არქონის გამო, თითოეულ ქართულ ოჯახს კატასტროფულად გაუჭირდა. ყველაფერ ამის გადალახვა შეიძლება სულ რამდენიმე თვეში, ოღონდ ერთინობა, სიმტკიცე, არმიღება სხვის მიერ მოხვეული თამაშის წესების. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული გზა და უკრაინელებთან ერთად ჩვენი ქართული გამარჯვება გვექნება, თითოეული ქართველის გამარჯვება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

წაკითხვა 327 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.