''500-ათასიან პარტიას თუ შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ, გავიდეთ რუსთაველზე, გადავკეტოთ, აღარ გამოვიდეთ'' - თაკო ჩარკვიანი
სააკაშვილი იყო და არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის ხალხის და თანამებრძოლების დასაცავი, ახლა, ამ წამს
გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იმყოფება.
ჩარკვიანის განცხადებით, ახლა ყველა გამოცხადებული მკვლელობის მოწმეა.
„ჩვენ ამ წამს ყველანი ვართ გამოცხადებული მკვლელობის მოწმენი. ვერ გავიგე, რომელმა პარტიამ ვინ უნდა გამოიყვანოს, მე ასეთი რაღაცები არ მესმის, არც მინდა, რომ გავიგო, არ შემოვსულვარ პოლიტიკაში ამისთვის. ახლა მე რიგითი მოქალაქე ვარ. ამდენი ადამიანია აქ, ვიცი, რომ დაემატება კიდევ ბევრი. თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ. აი, ახლა, ამ წამს გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან. მახსოვს ღლიცინი ლეიბებზე, რავიცი, პოლონეთში თეატრის წინ დააგეს ლეიბები. ვფიქრობ, ძალიან პატრიოტულად გააკეთეს. სულ ამბობენ, მიშასთვის აქცია ხომ არ უნდა იყოსო, ეს ნარატივი, მისმა მტერმა შემოაგდო, აბა ვისთვის უნდა იყოს? მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც გადაიტანა 2008 წელი, ვალდებულები ვართ, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, გავაკეთოთ შეკრება რუსთაველზე სააკაშვილის არსიკვდილისთვის. მგონი, ამას მიშას მომხრეებიც რომ არ ჰქვიათ, ისინიც მოაწერენ ხელს. ნურავინ ნურავის ელოდებით. ერთი ვიცი, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და არ მინდა იმ თავისმომჭრელთა სიაში ყოფნა, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე გახდეს. არ მინდა, მგონია, თქვენც არ გინდათ. სააკაშვილი იყო და არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის ხალხის და თანამებრძოლების დასაცავი, დაცვაში არ ვგულისხმობ არც იარაღს, არც თავში ჩარტყმას, მსგავს არაფერს. უკრაინის დასაცავად ბევრნი ვიყავით, იმის ნახევარი ვიყოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
