''პროცესი კარგად მიდის, ველოდები, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებას მომდევნო თვეში წარადგენს'' - კარლ ჰარცელი
დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს.
„მქონდა პატივი, პრემიერ-მინისტრის ხელიდან მიმეღო პირველი პასუხები პირველ კითხვარზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე მივიღებთ მეორე კითხვარის პასუხებს. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქმე სიჩქარეს არ ეხება. საქმე ეხება პასუხების ხარისხს და ობიექტურ შეფასებას, რომელსაც გააკეთებს ევროკომისია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, ის მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე და აღნიშნა, რომ პასუხების გამოქვეყნებაც ხელისუფლების გადასაწყვეტია.
„ამ შემთხვევაში, თამაშის წესები ის არის, რომ ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მე ძალიან მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი ან ევროკავშირის მოსაზრება, როდესაც გაიცემა, გახდება საჯარო“, – განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გუშინ გადასცა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი