'' მინდა დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს'' - კახა კალაძე
მე ვფიქრობ, რომ ეს არის უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი - მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს,
- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელი, სხვა საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში, პირიქით, გაიზარდოს.
„მინდა დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, მინიმუმ ის, რაც მისჯილი აქვს. დანარჩენს, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას დაველოდოთ. იცით, რომ 6 წელი მისჯილი უკვე აქვს. სხვა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი“ ,- განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- მძიმე ავარია ზუგდიდში – დაღუპულია ორი ადამიანი
- “აშშ-მა ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში ჩართული ორი გემი დაბომბა’ - პიტ ჰეგსეტი
- 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში ,,შატდაუნის" მიუხედავად
- მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ჭრილობა მიაყენა
