''მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს'' - კელი დეგნანი
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს,
- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ.
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის, მიმართ სრული ნდობა“,- განაცხადა ელჩმა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
