რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება
რუსთავის ციხესთან ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ,,მიშა, მიშას”და ,,თავისუფლება მიშას” სკანდირებენ. ისინი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.
აქციასთან დაკავშირებით ამ დროისთვის საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მიმართავენ.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
