რას მოუტანს ოპოზიციას მეორე ბოიკოტი
“ოპოზიცია დაანონსებულ ცხელ გაზაფხულს ბრძოლის უცვლელი სტრატეგიით იწყებს, ისევ გაერთიანების მცდელობა და პარლამენტის ბოიკოტი.
მათი დევიზია ყველა მექანიზმი გამოიყენონ, იქნება ეს ქუჩის აქციები, საპარლამენტო კრიზისი, თუ საკრებულოში კრიზისი. “როცა ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება, აპატიმრებენ მედიამენეჯერს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა. ოპოზიცია აქტიური უნდა იყოს ყველა დონეზე, ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ, ეს იქნება ქუჩის აქციები, საპარლამენტო კრიზისი, თუ საკრებულოში კრიზისი”, - მოუწოდებს “ნაცმოძრაობის” წევრი ანა წითლიძე დანარჩენ ოპოზიციას. ბოიკოტის გეგმას საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას მოუტანს ოპოზიციას მეორე ბოიკოტი.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ “მანდატების დახევა” სუსტი სტრატეგიაა. “მანდატებზე დახამებული არავინაა, მაგრამ, ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან სამწუხარო იქნება თუ პარლამენტის წევრებს მეტი გზა აღარ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დავხიოთ მანდატები. არა მგონია, რომ ეს იყოს ძლიერი სტრატეგია. რა თქმა უნდა, განვიხილოთ, მაგრამ ამ ხალხისგან არ მომისმენია რა ხდება შემდეგ, მანდატებს ვტოვებთ, ქუჩაში აზვირთებულია ხალხი და ვცვლით ხელისუფლებას, თუ ბიძინა ივანიშვილს ვუქმნით ახალ კომფორტულ ზონას”, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ნაცმოძრაობის” იდეას ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით იზიარებს, თუმცა, გარკვეული წინაპირობებით. მისი აზრით, აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეწყვიტოს პარლამენტის წევრობა; ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე; ასევე შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი პარტიებისგან და დეპუტატებისგან, რომლებიც მოამზადებენ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ნათელაშვილის თქმით, პარლამენტი უნდა გახდეს უუნარო. პარლამენტის წევრთა რაოდენობა უნდა ჩამოვიდეს 112-მდე, რის შემდეგაც ეს ორგანო აღარ ჩაითვლება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ. “ოცნება” პარლამენტიდან “ნაცმოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის გასვლას ტრაგედიად არ აღიქვამს და ოპოზიციის მხრიდან მორიგი კეკლუცობისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობად აფასებს. მმართველი გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია ბოიკოტითა და საბოტაჟით ამჯერადაც ვერაფერს მიაღწევს, რადგან ყველა მათი ინიციატივა მორგებული იყო ქაოსზე, ჩაშლაზე, პიკეტირებაზე და არასდროს საზოგადოების საჭიროებებზე. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე სკეპტიკურად უყურებს “ნაცმოძრაობის” ინიციატივას ბოიკოტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსახლეობაში არ არის საპროტეტსო მუხტი და არც იმის განწყობა, რომ შეიქმნას კრიზისი. ხოლო პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის მორიგ მცდელობას ბოიკოტთან დაკავშირებით არ ამართლებს და აცხადებს, რომ ბოიკოტი ნიშნავს დესტაბილიზაციას”, - დასძენს გამოცემა.
“ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ელექტორატზე არის სამუშაო და არა იმაზე, რომ პარლამენტი დატოვონ და შექმნან საპარლამენტო კრიზისი. ჯერ ერთი საპარლამენტო კრიზისი რომ შექმნა 76 დეპუტატი უნდა დარჩეს, რომ ვერ შეძლონ აღმასრულებლი ხელისუფლების ფორმირება და ცვლილებები. რაც შეეხება საკრებულოს, შეუძლიათ კრიზისი შექმნან მხოლოდ წალენჯიხაში, მაგრამ არც იქ გამოვა, არ შეიკრიბებიან და დაინიშნება ახალი არჩევნები და გაიმარჯვებს “ოცნება”. კი ბატონო, დატოვონ პარლამენტი, მერე რა ხდება, ამაზე პასუხი აქვს ოპოზიციას? არა მგონია, რომ ეს ნაბიჯი მათ ჩვენმა პარტნიორებმა მოუწონონ. ოპოზიცია, რომელსაც ისედაც არ აქვს მხარდაჭერა მოსახლეობაში, ამ ნაბიჯით მას კიდევ უფრო დაკარგავს. მხარდამჭერები უნდა მოიზიდოს, ეს უნდა იყოს მათი გეგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციას მხოლოდ ორი თემა აქვს - სააკშვილი და ივანიშვილი არის რუსი. მოსახლეობას კი არც ერთი აინტერესებს და არც მეორე” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“კარგად გვახსვოს სულ რამდენიმე თვეების წინ ოპოზიციის ბოიკოტი და მცდელობა ქვეყანაში შექმნილიყო დესტაბილიზაცია, ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბოიკოტი ნიშნავს დესტაბილიზაციას, რომელიც შეიძლება რუსეთის ინტერესში იყოს, რადგან უკრაინის ომის პერიოდში გამოიკვეთა, რომ საქართველო არის ერთადერთი დერეფანი რუსეთის დერეფნის საწინაღმდეგოდ; ენერგორესურსების მიწოდების, ტვირთბრუნვის, თუნდაც ჩინეთიდან. საქართველოს მეშვეობით შეიძლება ეს განხორციელდეს, თუ არა გინდა რუსეთის ტერიტორიის გამოყენება. ანუ რუსეთის ინტერესშია საქართველო დერეფნად არ იქცეს. ტვირთები თუ არ შემოვა, არ იქნება შემოსავალი და დაზარალდება ქვეყანა და ხალხი. რატომ არ ფიქრობს ოპოზიცია რომ მომავალ არჩევნებში ვინ მისცემს ხმას ისეთ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის ინტერსებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო