''მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა'' - ანი წითლიძე იუსტიციის მინისტრს
მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
სხდომაზე ბრეგაძესა და წითლიძეს შორის შეკამათება მოხდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ მინისტრის მისამართით ნათქვამ შეფასებას მოჰყვა - წითლიძემ ბრეგაძეს „მონა“ უწოდა.
„დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი - ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება. დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, - მიმართა ბრეგაძემ წითლიძეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რატი ბრეგაძე განათლების მისაღებად პრეზიდენტის სტიპენდიით გერმანიაში გაემგზავრა.
სიახლეები
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაზრდა იგეგმება და ნაცვლად 4 წლისა, 6 წელი გახდება
- ,,ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ"- ირაკლი ზარქუა
- თალიბანი წესებს ამკაცრებს – ავღანეთში ქალებს საავადმყოფოებში სრული ჩადრის ტარება მოუწევთ
- ,,დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ენჯეოები“, რომლებიც დღეს არღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას” – შალვა პაპუაშვილი
