''ქვეყანას დღეს ყველაზე ძალიან მშვიდობა სჭირდება'' - მამუკა მდინარაძე

ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა და ომის საკითხი დაადასტურა. ომის საკითხის გატესტვა მიმდინარეობს, რომ დიახ, სუვერენიტეტს ომი სჭირდება და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ - მე მათთვის ასეთი პასუხი მაქვს: თუ საომარი იქნება ამ ქვეყნისთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ვერ იომებენ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით ის, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა“.

 

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ქვეყანას დღეს ყველაზე ძალიან მშვიდობა სჭირდება, ეს არის ეროვნული ინტერესიც და ქვეყნის გარდარჩენის გზა.

 

„ ორი მიმართულებით აქვთ ფრთა გაშლილი. აქამდე ხომ ვერ ბედავდნენ და ემიჯნებოდნენ ამ თემას, ახლა ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა და ომის საკითხი დაადასტურა. თქვენი კოლეგა ერთ-ერთი არხიდან გამოვიდა და ომის საკითხი დაადასტურა. ომის საკითხის გატესტვა მიმდინარეობს, რომ დიახ, სუვერენიტეტს ომი სჭირდება და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მე მათთვის ასეთი პასუხი მაქვს: თუ საომარი იქნა ამ ქვეყნისთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ.

 

ამის მაგალითები წარსულიდან გვაქვს, მათი „ნაომარი“ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. ამ ქვეყანას დღეს ყველაზე ძალიან მშვიდობა სჭირდება. ეს არის ეროვნული ინტერესიც და ქვეყნის გარდარჩენის გზა. ასე გვჯერა და ასეა, ამიტომ დავდივართ ამ გზაზე, მშვიდობის გზაზე. ყველამ კარგად გაითვალისწინოს“,- აღნიშნავს მდინარაძე.

 

გარდა ამისა, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ეროვნულ ინტერესებზე დარტყმების გატესტვა მიმდინარეობს, რასაც „ომის პარტია“ და მისი თანამოაზრეები ახმოვანებენ.

 

„ მეორე მიმართულებით, ეროვნულ ინტერესებზე დარტყმების გატესტვა მიდის. ზოგი დავით აღმაშენებელს აგინებს, ზოგი მის შთამომავლობას, ზოგი ერეკლე მეფეს და ასე შემდეგ. ამ სიტყვების თქმა თუ მოუწევდა ვინმეს ვერ წარმოვიდგენდი.

 

ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის. ერთი და ორი სახელი და გვარი კი არ არის ვინც ამას ახმოვანებს, ეს არის „ომის პარტია“ და მისი თანამოაზრეების საერთო აზრი. სხვადასხვა სპიკერით ტესტავენ, რამდენად შეეგუება ქართველი საზოგადოება და ქვეყანა თავისი წმინდანების, ეროვნული იდენტობის ნაწილის, თუ სხვა ფასეულობების წინაღმდეგ დარტყმებს. საქართველო ამას არ შეეგუება“,- აღნიშნავს მდინარაძე.

წაკითხვა 266 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.