''დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ „მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ - ცუდი და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ“, ამ პრინციპით მოქმედებენ'' - გია ხუხაშვილი
დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ „მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ - ცუდი და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ“.
ამ პრინციპით მოქმედებენ ესენი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომლითაც ის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გამოეხმაურა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება იქცევა ისეთი პრინციპით, რომ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას რას ითხოვს ევროკავშირი მისგან.
„ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი როგორიც ვარ, ცუდი, და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ. მე ახლა რეფორმები ვატარო, ინსტიტუციური ბალანსები შემოვიტანო, არ მინდა ამის გაკეთება, ვფიქრობ, რომ შენ უფრო გჭირდები, ვიდრე მე დღეს. ამიტომ ასეთ ცუდ ბიჭს თუ მიმიღებ, მიმიღე, არ მიმიღებ და ნუ მიმიღებ. ამ პრინციპით მოქმედებენ ესენი. დემონსტრირებას ახდენენ იმისა, რომ მათ ევროპული გზა, ფასეულობათა სისტემის გაგებით, მაინცდამაინც არ აინტერესებთ. ერთგვარად ორბანის (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი) კოდირებას ცდილობენ. თუმცა ორბანისგან განსხვავებით, რომელსაც თავი ქუდში აქვს და ევროკავშირშია, ესენი გზაზე არიან. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ დაარწმუნოს ოჯახი, რომელშიც ცხოვრება სურთ, სიგარეტს არ ეწევიან, მაგიდაზე არ ცეკვავენ, ეუბნებიან კი, ბატონო, სიგარეტსაც ვეწევით, მაგიდაზეც ვცეკვავთ, ასეთი მიმიღეთ, ასე იქცევიან. მე ახლა ვადებში, ამას არ დავაკავშირებდი, მაინცდამაინც ჩაშლა უნდათ და პროვოცირებას ახდენენ, ასეთები არიან! რაც შეეხება თემის შინაარსს, მათი ბუნებაა, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ბულემია, რომ მაქსიმალურად მოჭიმოს ძალაუფლება თავის თავში იმ ჯგუფმა, რომელიც მართავს ქვეყანას. ანუ ბუზი არ უნდა დაფრინავდეს მათ გარეშე. არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, არანაირი ინსტიტუციური ბალანსი არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ისინი უნდა აკონტროლებდნენ პრეზიდენტს, სასამართლოს და ყველაფერს აბსოლუტურად. კანონზომიერია რაც ხდება, კითხვები არ უნდა გვებადებოდეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პრინციპი არის ძალაუფლების უზურპაცია.
„პრინციპი არის ის, რომ ძალაუფლების უზურპაცია არის ის ალგორითმი, რომლითაც მოქმედებს ხელისუფლება. პოლიტიკაში ასე ხდება, რაც უფრო მეტი გაქვს, კიდევ უფრო მეტი გინდა. თუ შენ არ გაქვს დამცავი წითელი ხაზები, კიდევ უფრო მეტი გინდა. ბულემიაა ერთგვარი, ვერ „ძღები“ ძალაუფლებით. დიდ სურათში მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება, ერთი კაცი მოწადინებულია, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს, ვიდრე აქვს. თითქოს, რა უნდა ჰქონდეს ამაზე მეტი ხომ?! მაგრამ უნდა და რა ქნას. უნდა, ვერ გრძნობს, რომ უკვე გამაძღარია და მეტის ჭამა არ შეუძლია. თევზები რომ არიან ისე. საბოლოო ჯამში, თევზები ასე ასრულებენ, ჭამენ იმდენს, რამდენსაც ჩაუყრი, არ აქვთ სიმაძღრის შეგრძნება და თქვენც გინახავთ ალბათ, მუცელამოტრიალებული თევზები აკვარიუმში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი