''თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს!'' - ირაკლი ღარიბაშვილი
თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას.
რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა.
„ჯერ დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.
თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში
- უკრაინაში მთავრობა შეიცვალა - რას ნიშნავს და რა კავშირი აქვს ვაშინგტონთან?
- “სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა, ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა” - შალვა პაპუაშვილი
- “კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა” - თინა ბოკუჩავა
- “ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა – ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა” - შალვა პაპუაშვილი