''პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს'' - კურტ ვოლკერი
პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს.
უკრაინამ უკვე მოიგო ომი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კურტ ვოლკერმა განაცხადა.
მისი თქმით, არავინ ელოდა, რომ პუტინი ამ მასშტაბის ომს წამოიწყებდა.
„პუტინმა შეცდომა დაუშვა. ის ვერ გაანადგურებს 40 მილიონ ადამიანს. ის ვერ დაარწმუნებს უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი კულტურა, ენა, ისტორია, სამშობლო, ოჯახები, ეკლესიები, რომ უკრაინა აღარ არსებობს. პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს. ომის პირველ დღეებში რთული იყო იმის გარკვევა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უკრაინელებმა შეაჩერეს რუსების წინსვლა. მათ რუსებს უკან დაახევინეს კიევიდან, ხარკოვიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ოდესიდან", -განაცხადა ვოლკერმა.
მისივე თქმით, ახლა რუსეთი ცდილობს ნელ-ნელა დაამყაროს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინაზე, ისინი ცდილობენ დაიცვან დაკავებული ტერიტორიები, უკრაინა კი ამას არასოდეს შეეგუება.
„ომი ძალიან აზიანებს უკრაინას. ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. მე მჯერა, რომ უკრაინელები ამას გაუძლებენ. აშშ, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღებით მოამარაგებენ. ვფიქრობ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთი დაიღლება. მას არ ექნება წინსვლის შესაძლებლობა. მათი სამხედრო შესაძლებლობები დასუსტდება. როდესაც ეს მოხდება უკრაინელებს შეეძლებათ კონტრშეტევები განახორციელონ. ალბათ, ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა უკრაინელებისთვის. უფრო ფართო სურათს თუ შევხედავთ, უკრაინამ უკვე მოიგო ომი", - განაცხადა ვოლკერმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი