''ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის აპარატი პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია'' - გურამ მაჭარაშვილი

სამწუხაროა, სახალხო დამცველმა თავისი აპარატი, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებები უნდა დაიცვას და „დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს და მისი აზრით, მასზე ადამიანის უფლებები არ ვრცელდება“.

 

„სახალხო დამცველს ისტორიასთან დაკავშირებითაც სხვა შეხედულება გააჩნია. როგორც ჩანს, რადგან ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამას შემდეგ საზოგადოება აფასებს, საზოგადოების მხრიდან კი მისი ფუნქციონირება საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული, არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მათზე, მისი აზრით, ადამიანის უფლებებიც არ ვრცელდება. ეს არის მისი არასწორი პოზიცია, რომელსაც ალბათ, მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა“ , - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

 

„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ, როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, - აცხადებს ლომჯარია.

წაკითხვა 318 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.