"როდესაც ივანიშვილზე სანქციას ითხოვ და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია"
როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.
მისივე თქმით, დებატები საქართველოზე ევროპარლამენტის წევრების ინიცირებული იყო და დეპუტატებს სურდათ, ყურადღება გამახვილებულიყო მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე საქართველოში, რასაც კალიურანდი არასასურველ დროს დაყებენულ ინიციატივად მიიჩნევს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს დროული დებატები იყო, არ მგონია, რომ დღეს გვჭირდებოდა ეს რეზოლუცია, განსაკუთრებით, როდესაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით კანდიდატობაზე. საბოლოო ჯამში, რეზოლუცია შეიცვალა და რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რომელსაც მედიის თავისუფლებასთან და ჟურნალისტთა უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე თავიდანვე არ ვუჭერდი მხარს რეზოლუციას და არ დავუჭირე მხარი რეზოლუციას კენჭისყრის დროს. როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ამ განცხადებას უნდა ჰქონდეს საფუძველი და როდესაც ჩვენ მოვამზადეთ დებატები მედიის თავისუფლებაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მოუმზადებელი საკითხის დამატება რეზოლუციაში“, - აღნიშნა მარინა კალიურანდმა.
სამ დღეში ევროკომისია აპლიკანტების განაცხადზე წარდგენილ პასუხებზე მოსაზრებებს დაამტკიცებს. დოკუმენტს წევრი ქვეყნები მიიღებენ, მისი საფუძველზე კი, ლიდერებმა, ივნისის ბოლოს, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - მიანიჭონ თუ არა ტრიოს კანდიდატის სტატუსი.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"