კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებას შეუერთდება
ევროპის მოედანზე, დღეს, პრეზიდენტის მოწვევით გასამართ შეკრებაში მონაწილეობას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მიიღებს.
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ.
თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მიმართა, შეიკრიბონ, რიყეზე, რათა „დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა“.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან.
სიახლეები
- წიწიბურის კატლეტები
- ისრაელმა ისფაჰანში ირანის ყველზე დიდი ბირთვული კვლევითი ცენტრი დაბომბა
- “გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” - ბიძინა ივანიშვილი
- ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს ირანზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდოს