"გუშინდელი შეკრება, კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა"
გუშინდელი სახალხო შეკრება, კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, ალბათ იქ იყო პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო. დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, გამოეხატა და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გუშინ თბილისსა და რეგიონებში აქცია, ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მიზანი იყო საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა. სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ მომდევნო შეკრება 24 ივნისს დააანონსა. სწორედ ამ დღეს ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
