''გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ დემონტაჟი შეუქცევადია და პოლიტიკოსები გვერდზე კი არ უნდა გავიწიოთ, თავით უნდა გადავეშვათ ამ პროცესში''

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ  განაცხადა.

მისი შეფასებით, აქციაზე „შინ ევროპისკენ მოქალაქეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ რაც ახლა საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით ხდება, უბრალოდ, სირცხვილია.

 

„ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, რომ ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ მან ნამდვილად მოხერხა ის ტოტი, რომელზეც იჯდა. ამას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკოსების ჩართულობა. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც პროცესის მართლა წარმატებით დასრულება უნდა, ვთხოვო საზოგადოებას და გავაფრთხილო პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებისგან განსხვავებით კეკლუცობენ, რომ პოლიტიკოსები გვერდზე გავიწიოთ, გვერდზე კი არ უნდა გავიწიოთ, თავით უნდა გადავეშვათ ამ პროცესში და რაც საჭიროა, გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი სწორად ვერ დასრულდება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მისი თქმით, ამ პროცესში პოლიტიკოსების ჩართულობა აუცილებელია.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მოთხოვნას დააყენებს, რომ აქციაზე პოლიტიკოსები არ გამოჩნდნენ და არ იყვნენ, ბიძინა ივანიშვილს წისქვილზე წყალს დაასხამს, რადგან პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე წარმატებით ვერ დასრულდება. რა თქმა უნდა, წამყვანი ძალა ხალხი, ახალგაზრდები არიან, მაგრამ პოლიტიკოსებმა თავისი საქმე უნდა გააკეთონ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ის მიიჩნევს, რომ მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები და ეს საკითხი არც უნდა მოხსნილიყო დღის წესრიგიდან.

 

„ეს არც უნდა მოხსნილიყო დღის წესრიგიდან ოპოზიცია რომ თავის ადგილზე ყოფილიყო. რა გვინდა პარლამენტში, რომელზეც ვამბობდით, რომ გაყალბებული პარლამენტია და რუსი ოლიგარქის „ბუტკააო?“, მაგრამ კარგი, ჩავლილი ამბავია, ახლა მაინც უნდა დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებლად საჭირო, რადგან „ქართული ოცნება“ ისევ გააყალბებს არჩევნებს და დაგვახევს თავზე, როგორც ადრე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მისი შეფასებით, საჭიროა ოპოზიციის ერთიანობა, რაც ყველაფერს წალეკავს და ამას „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს.

 

ამასთან, მან ტექნიკური მთავრობის შექმნის თაობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა.

 

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, იდეა კარგია, მაგრამ მისი რეალიზების მექანიზმს ვერ ხედავს.

 

„ცუდი აზრი არ არის, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას ან ტექნიკურმა მთავრობამ უზრუნველყოს 6 თვიანი რეფორმები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ეს ტექნიკური მთავრობა, მაშინ დღევანდელი უნდა გადადგეს. დღევანდელი მთავრობა უნდა გადააყენოს ბიძინამ ამ ჩვენ, სხვანაირად ახალი ტექნიკური მთავრობა როგორ შეიქმნება?! იდეა კარგია, მაგრამ მისი რეალიზების მექანიზმს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

წაკითხვა 252 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.