''გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე''
ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა წინასწარი დათქმები შესრულდეს და ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.
„ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივიღებთ სტატუსს. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და გვაქვს საერთო მიზანი, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს ამისთვის, ახლაც ვმუშაობთ ამ მნიშვნელოვან თემაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
