''საქართველოსთვის იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ'' - ჯოზეფ ბორელი
უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„დღეს დილით ევროპული საბჭო მუშაობდა დასავლეთ ბალკანეთის საკითხზე. ახლა კი ვისაუბრებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის საკითხზე. უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, რომელზეც ძალიან ვწუხვართ“, - დასძინა ბორელმა.
მისივე თქმით, საკვების ფასების და სიმცირის კუთხით, რუსეთი ცდილობს შიმშილის კრიზისის პროვოცირებას. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინული პორტების განბლოკვის მხრივ გაერო-ს მცდელობას.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მედიასთან პროდუქტების მზარდ ფასებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით აფრიკაში ჩანს. მანვე დასძინა, რომ ეს პრობლემებს შექმნის ბევრ აფრიკულ ქვეყანაში და ევროგაერთიანება ეცდება მათ შეძლებისდაგვარად მხარი დაუჭიროს.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
