"გუშინდელ აქციაზე აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოთხოვნები იყო" - ირაკლი ქადაგიშვილი

გუშინდელ აქციაზე აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოთხოვნები იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახლა არის უფრო მეტი კონსოლიდაციის დრო.

 

„მათი ეს მოთხოვნები არათუ კონსტიტუციასთან, პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესთან არის შეუსაბამო. ამავდროულად, დღეს კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში შეუსაბამოა იმ გზავნილთან და პერსპექტივასთან, რაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს. ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებების გატარება, რომლის ინიციატორიც იქნება როგორც მთავრობა, ასევე პარლამენტი. ამავდროულად ყველა ეს ნაბიჯი იქნება გავლილი ევროკოისიასთან და ევროსაბჭოსთან ერთად.

 

დეპოლარიზაციის ნაწილში, ალბათ, ყველაზე მთავარია ის არის, რომ აი ასეთი ტიპის განცხადებებს აღარ უნდა დავუთმოთ ჩვენ დიდი დრო და ვიმუშაოთ, მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც არიან პარლამენტში. ის, რომ შენ მიტინგს ჩაატარებ და გულმხურვალე სიტყვით გამოხვალ, არ ნიშნავს, რომ ამით ლეგიტიმაცია გაქვს მთავრობის ჩამოყალიბებისა ან გადაყენებისა. კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, როგორ ხდება საქართველოში ხელისუფლების ფორმირება და ამის წყარო არის ხალხი, ამის რეალიზაცია ხდება არჩევნების მეშვეობით და არა მიტინგით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ბოლო ისტორიულ მონაკვეთში თუ კონკრეტული საქმე ევროკავშირთან დაახლოებით კუთხით ვინმემ გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

 

„მთავრობას აქვს მანდატი მინიჭებული ბოლო ორ წელიწადში ორი არჩევნებით. მთავრობა ვალდებულია, რომ ეს მანდატი გამოიყენოს და ბოლომდე მიიყვანოს. ეს არის მისი კონსტიტუციური ვალი, აქედან გამომდინარე, არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, სადაც ხდება პოლიტიკური კონსენსუსი მიღწევა. ასეთი პოლიტიკური ორგანო არის პარლამენტი, აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება, რაც ამ საკითხების რეალიზაციას ეხება, საბოლოო ჯამში იქნება პარლამენტის მისაღები და დასამტკიცებელი.

 

რაც შეეხება დავით არახამიას განცხადებას ოლიგარქიაზე, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის სხვა ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩარევა. ამ ადამიანის პირადი პოლიტიკური, მორალური და ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

წაკითხვა 398 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.