„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია"- იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს.
მისი თქმით, ასეთი მოთხოვნების წამოყენებით, ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ადამიანების ნიჰილიზმს იწვევს და ფაქტობრივად, ახშობს პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ქვეყანაში.
ამასთან, მისივე თქმით, რამაც შეიძლება, ქვეყანაში განმუხტოს კრიზისი, არჩევნებია.
„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია. თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ არასერიოზულია, თუ იცი, რომ ის უბრალოდ წარმომადგენელია. რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგან არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს ამ ხალხს და ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი, რატომ ვენდობით და ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე. „ქართული ოცნების“ პარლამენტი? მათი მთავრობა? რა მოთხოვნაა ეს მისი შინაარსით და როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება. ვფიქრობ, პრობლემაა ამ აქციის ორგანიზატორები, რადგან ასეთი მოთხოვნების წამოყენებით შემდეგ ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ადამიანების ნიჰილიზმს იწვევს და ფაქტობრივად, ახშობს პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ამ ქვეყანაში. ეს ხალხი პარალელურად სხვას აბრალებს „ქართული ოცნების“ სატელიტობას, წარმომადგენლობას თუ ა.შ. ამაზე დიდი საქმე „ქართული ოცნებისთვის“ რა შეიძლება იყოს. მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ ის, რაც ლოგიკური იქნებოდა. რამ შეიძლება განმუხტოს ის კრიზისი, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ჩემი აზრით, არაფერმა, გარდა არჩევნებისა. ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც შეიძლება, ახალი კონსტრუქცია დალაგდეს გვერდზე კაბინეტში, მაგრამ ამ არჩევნებს რომ აზრი ჰქონდეს, ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები არ ჩავატაროთ დღევანდელი მაჟორიტარული სისტემით, სადაც 30 მაჟორიტარი გვყავს. უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც ბარიერი გახდება ბუნებრივი, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს გინდა ხელახალი, გინდა რიგგარეშე, რაც გინდათ, ის არჩევნები.
ამ საკონსტიტუციო ცვლილებებმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ 2024 წელს თავიდან არ იქნას არჩევნები ჩასატარებელი. ხალხის მეშვეობით თუ სურთ, ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე, მოთხოვნა უნდა ჰქონდეთ ძალიან სწორად, ლოგიკურად გამართული, რომ ადამიანებს ესმოდეთ, რა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. ღარიბაშვილის გადადგომით და ეროვნული თანხმობის მთავრობით ლოგიკური არ არის არც ერთი მოთხოვნის ნაწილში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით.
„დავით არახამია მგონი, ამ ქვეყნის შვილიც არის და მას აქვს უფლება, ამ ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე თავისი შეფასება ჰქონდეს. ბევრი ადამიანია, რომელიც საქართველოს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს სრულიად სამართლიანად. ყველას კრიტიკა შინაარსობრივად ერთმანეთს ვერ დაემთხვევა, მაგრამ ვერაფერ განსაკუთრებულს მე ვერ ვხედავ ამაში. კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანამ წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსი მიიღოს? ვიდრე „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობა არსებობს, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ამ სიმართლეს თვალები გავუსწოროთ და ისე მოვიქცეთ, თითქოს ეს მართლა ასე ხდება. რაც შეეხება კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას, არ დაიწყება, გამორიცხულია. როცა ერთპიროვნული მმართველობა არსებობს და როცა ამხელა ბოღმა, შუღლია დაგროვილი, ნასაზრდოები ამდენი წლის განმავლობაში, ეს ღარიბაშვილის ცალყბა გამონათქვამის გამო არ დამთავრდება, რადგან იგივე ღარიბაშვილი ამ დარბაზში სულ სხვა რამეს აკეთებდა და ღარიბაშვილის შემდეგ ოცნების სხვა ლიდერები რომ გამოდიან, ისინიც საწინააღმდეგოს ამბობდნენ. ეს ფიზიკურად ასე არ მოხდება, რადგან ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა პოლიტიკური ცხოვრების სხვა გზა, გარდა შუღლისა და დაპირისპირების, არ იცის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო