"ქართულ ოცნებასთან“ არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ გვაქვს"
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებასთან" და მის ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ აქვს.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, „ქართულ ოცნებასთან“ ყველაფერში თანხმდებიან, გარდა ერთისა, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე.
როგორც ხუნდაძე აცხადებს, იქნებიან საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ინფორმაცია, რაც არ აქვს მათგან "ეტაპობრივად მიიღებენ".
„ჩავთვალე ამ ეტაპზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრდასხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ ჩვენი მზიანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ქართულ ოცნებას", ფრაქციას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან. დეპუტატები ინარჩუნებენ საპარლამენტო მანდატებს.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო