"ველოდები, რომ მთელი "ქართული ოცნება" „დაიშლება“ ერთი- ორი დღე სალაპარაკოდ და მერე ისევ შეიკრიბება"
სამი ადამიანის წასვლა არის უნიკალური პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის წასვლას.
მისი თქმით, საინტერესო იქნება "ქართული ოცნებიდან" ახლად წამოსული დეპუტატები მიიღებენ თუ არა მაგალითად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას.
"ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ ველოდები, რომ მთელი "ქართული ოცნება" „დაიშლება“ ერთი- ორი დღე სალაპარაკოდ და მერე ისევ შეიკრიბება. წინა ხაზზე წასვლა თუ პარტიიდან წასვლას ნიშნავს, ეს არ ვიცოდი აქამდე, არ ვიცი, შეიძლება ძველი ამბის გამო სჯიან ბატონ ხუნდაძეს, მოგესხნებათ, პროპორციული არჩევნების ჩაგდებაში მიუძღვის წვლილი, იქნებ ახლა გაუხსენეს ძველი ცოდვები?"- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" გუშინ დატოვეს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
