"დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია"
დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც განხეთქილებას აღვივებენ, ხელს არ უწყობენ დეპოლარიზაციას.
"ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით ალბათ, მოცული რამდენიმე თვე - დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული. მოკლედ გეტყვით - დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია. გაგიგიათ ჩემგან, იმის მიუხედავად რა თქვა კობახიძემ ან ხვალ რას იტყვის, რომ ის არის ქვეყნის მტერი?! არა, მე ვლაპარაკობ, რომ მას რაღაც შეეშალა, არასწორად ესმის. ესე იგი, მე ხელს ვუწყობ დეპოლარიზაციას. ვინც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მე ომი მინდა, ქვეყნის დაქცევა და რაღაც უბედურება, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას,"- განაცხადა უსუფაშვილმა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
