'' მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას ''
მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები" და „არ მცალიას" არ ველოდები, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მას სააკაშვილისგან „ცივილურობის მოლოდინი" აქვს.
„მიხეილ სააკაშვილი აქეთ რომ ყოფილიყო და არა უკრაინაში, აქამდეც შევხვდებოდი და გავიცნობდი. აქამდეც იდგა საჭიროება მისი პოზიციის მოსმენის, რადგან ვერ ვუგებდი „ნაცების“ პოზიციას. ამან განაპირობა სწორედ ჩემი შეხვედრის სურვილი, რადგან სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვა პოზიცია მოვისმინე, ერთი და იგივე პოზიციის გამო, ზოგი მაქებდა და ზოგი მლანძღავდა და „ქოცებთან" შეკრულს მიწოდებდა. მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს, ეს ადამიანი როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ნაკლები დრო დავხარჯო მის თანაპარტიელებთან საუბარში.
მზაობას რაც შეეხება ყველანი ერთად ვნახავთ, მივალ, მოვითხოვ შეხვედრას და დანარჩენს ერთად დაველოდებით. მე მაქვს ცივილურობის მოლოდინი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა (როგორია) არ ვიცი, მაგრამ "არ შევხვდები" და "არ მცალიას" არ ველოდები" ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ხვალ, საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბულგარეთში გამართავს
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა