''ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით''

ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის „ქართული ოცნების" სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პიარისთვის კეთდება, რაში მონაწილეობაც მათთან ერთად მისთვის მისაღები არ არის. კითხვაზე, მაშინ რატომ არის მისაღები "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებულ პროცესში მონაწილეობა, როცა შედეგებს არც ამ პროცესისგან ელოდება, ხვიჩია აცხადებს, რომ მათთან მონაწილეობაც დისკომფორტს უქმნის, თუმცა მისი მიზანია ადამიანებს აუხსნას, „რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად".

 

„ჩემი თანხმობა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ სხდომის მოსაწვევად პრეზიდენტს მიმართონ, მე უბრალოდ ვამბობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სხდომის მოწვევა საკმარისი არ არის, კიდევ სხვა ქმედებებია საჭირო, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები დაარწმუნო. მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის კომუნიკაცია იყოს ახლა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, რითაც ვინმე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ. როცა იცი, რომ ეს არ მოხდება და შენ უბრალოდ სხდომის ჩატარებას ითხოვ, ამას იცი, რომ შედეგი არ ექნება, შესაბამისად, ამას აკეთებ პოლიტიკური პიარისთვის, „გვიტყდება" ასეთ რაღაცებში ჩვენს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა. ზედმეტი შემხებლობა ჩვენს კოლეგებთან „გვსვრის“ და არ გვინდა „გავისვაროთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 259 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.