"ოცნება ყველაფერს აკეთებს - ვინმემ "ძალით არ შემოგვტენოს" კანდიდატობა"

ოპოზიციური პოლიტიკოსი გიგი უგილავა სოციალურ ქსელში ჰააგის სასამართლოში უკრაინის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმაურება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმოწერილი მხარდაჭერა არ აქვს .

‘’როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობებში უკანონო მოსმენები და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა მთავარ საკითხებად დგას, სახელისუფლებო პროპაგანდა პირდაპირ მთავარი არხის ნიუსრუმიდან გვთავაზობს ჩანაწერს;

 

როდესაც 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანა და კანდიდატი მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინის სარჩელს ICJ-ში, ჰააგის სასამართლოში, საქართველო არ აფიქსირებს მხარდაჭერას ხელმოწერით, ანუ ევროპის გადმოსახედიდან ღალატს სჩადის;

 

აქედანაც სჩანს, რომ ოცნება ყველაფერს აკეთებს - ვინმემ "ძალით არ შემოგვტენოს" კანდიდატობა. დანარჩენზე ნუ იდარდებთ, ნებით ოცნება არაფრის მიმღები არაა, სალი კლდესავით დგანან’’. - წერს გიგი უგულავა.

 

შეგახსენებთ რომ განცხადების ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა.

 

ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ხელს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები აწერენ, მათ შორის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის იტალიის, იაპონიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, შვედეთის, მოლდოვის, ასევე ევროკავშირის.

წაკითხვა 265 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.