''მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას''

საქართველოს კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას და ამბობს, რომ მიესალმება „მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას“.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

 

ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

 

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის......“,- წერს ორაზროვნად თეა წულუკიანი და მოსამართლის განცხადებიდან ციტატა მოჰყავს.

 

საქმე ეხება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საუბარია აშშ-ის საელჩოსთან მოსამართლის კომუნიკაციაზე.

 

ლაშა ჩხიკვაძე წერს, რომ საელჩოში შეხვედრაზე მას აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა "არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული" იყო.

წაკითხვა 333 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.