''საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს'' - სოსო გოგაშვილის შვილი
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სამართალდამცავებმა სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოსო გოგაშვილის შვილმა ნიკოლოზ გოგაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცავებმა მათ სახლში ჩხრეკისას უკანონოდ გაფორმებული ორი იარაღი ჩადეს, ამ პროცესის თვითმხილველები კი, მისი დედა და დეიდა არიან.
„ახლა გაიყვანეს. გაგიკვირდებათ და ვიცე-პოლკოვნიკს თურმე ორი გაუფორმებელი იარაღი ჰქონია სახლში და ყვავილივით ამოსული. ანუ ორი იარაღი ჩვეულებრივად ჩადეს და "შეტენეს" რაღაც ყალბი ფაქტები მოსმენების და ა.შ. საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს, მუხლები ზუსტად არ მახსოვს. ერთი არის იარაღის უკანონოდ შენახვა... იარაღის ჩადების პროცესი დაინახეს, თვითმხილველები დედაჩემი და დეიდაჩემი არიან", - განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.
ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.
სიახლეები
- ესპანეთში დედა სოციალური შეღავათის მისაღებად შვილების დაბრმავებას ცდილობდა – ქალი დაკავებულია
- ვის რამდენით ეზრდება პენსია
- ,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
