ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებიდან არავის უთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან „მეორე ფრონტს“ ელოდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებიდან არავის უთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან „მეორე ფრონტს“ ელოდება.
მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მიუღებელია ხელისუფლებების ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ე.წ. მეორე ფრონტს ელოდება.
„ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს. შეიძლება ჩვენ გვქონდეს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ დღემდე ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეთი ინფორმაციები არსებობდეს. ამიტომ, როდესაც ხელისუფლებიდან ასეთი რამ არავის უთქვამს და სხვა გეუბნება, რომ თითქოს ასე თქვი, აქაც ეჭვები ჩნდება. ამის მაგივრად, სჯობს კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომელიც მართლა გაკეთდა. მაგალითად, ეკა გიგაური როდესაც ომისკენ მოგვიწოდებდა, ამაზე სჯობს გაკეთდეს კომენტარები, ან ლომჯარიას განცხადებაზე, რომ ომის ცეცხლი ურჩევნია რაღაც-რაღაცებს, ამაზე სჯობდა კომენტარი გაკეთებულიყო, ან უსუფაშვილი, მარგველაშვილი როცა აკეთებდნენ ომისკენ მიმართულ განცხადებებს, სჯობდა ამაზე გაკეთებულიყო კომენტარი. ჩვენ რაღაცას არ ვამბობთ და ამაზე გვთხოვენ პასუხს მაშინ, როდესაც სხვები რაღაცას ამბობენ და იმაზე კომენტარსაც კი არ აკეთებენ“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ ურთიერთობას „პინგ-პონგი“ უწოდა და მოუწოდა, „დიალოგი სხვა ფორმატში გადაიყვანოს“.
„მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს. ეს არის მიუღებელი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- წიწიბურის კატლეტები
- ისრაელმა ისფაჰანში ირანის ყველზე დიდი ბირთვული კვლევითი ცენტრი დაბომბა
- “გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” - ბიძინა ივანიშვილი
- ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს ირანზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდოს