''37 ელჩიდან 36-ზე ხელი მოვაწერე, ერთი რჩება, დავით ბაქრაძე''
ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არც ერთი სტატია, არც ერთ ტელევიზიაში გამოსულა, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში.
„37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. მგონი, მაქსიმუმი დრო, რაც გავიდა, იყო ერთი კვირა, თუ 10 დღე იყო. მოგცემთ სიას და მათ ჰკითხეთ, ერთი რჩება, 37-ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის უკვე გადაცემული. იმ დროისთვის არც ერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, ასევე ელჩების გამოწვევა.
ბაქრაძესთან დაკავშირებით არ იყო მოსული [მოთხოვნა], ახლა მოვიდა. რასაც არ ამბობენ – ყველა პრემიერის დროს, წინა პრეზიდენტების დროსაც იგივე იყო, არსებობდა ორი ნაწილი ელჩების დანიშვნის პროცესში.
ერთი ნაწილია კონსულტაციები, სადაც საგარეო მწერს, კონფიდენციალური ნაწილი, რომ ვაპირებთ, ან დგება შეხვედრა და მერე ამ შეხვედრის ოქმში, რაზე შევთანხმდით, რა არგუმენტები, როგორ. მერე მხოლოდ, როცა შეთანხმებაა, მოდის ოფიციალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი. გაიჭედა ბაქრაძეზე. რატომ, პირდაპირ გეტყვით – ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ.
მე ვერ შევძელი და ელჩს ვთხოვე, ვიდრე ბოლოს არ მითხრა, რომ მე ეს არ შემიძლიაო. ვერ შევძელი, მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოსთან და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არც ერთი სტატია, არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, რომელიც არის ჩვენთვის მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენთვის მთავარი – ვაშინგტონი, ნიუ იორკი და ბრიუსელი ხომ? თუმცა, წავიდეს სხვაგან და მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. ეს არ მიიღეს, არა, უთოუოდ უნდა წავიდეს გაერო-ში. ვთქვი, რომ ამას არ ვეთანხმებოდი და ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები – რატომ ეს ადამიანი? რა გააკეთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი? და შეიძლება დაგეთანხმოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება საფრანგეთში ელჩის დანიშვნის საკითხს, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, შვიდი თვის განმავლობაში არ იყო ელჩი დანიშნული, რადგან ვერ მონახეს ფრანგულენოვანი ელჩი.
„როცა პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ გავარკვევ, ჩემს ნაცნობებში, ვინ შეიძლება იყოს და იყო ეს ქალი, რომელსაც ჰქონდა 20-წლიანი გამოცდილება ფრანგ სენატორებთან, ჰქონდა კარგი ბიოგრაფია, მაგრამ ჩემი დისკრეციით არ იქნა არჩეული. მე ვეძებდი ქალებს და პროფესიონალებს. ყველამ იცოდა, რომ ჩემი კრიტერიუმი ეს იყო. ჩამოიყვანეს აქ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰქონდა გასაუბრება. მაშინ პრემიერი იყო ბახტაძე, ჰქონდა გასაუბრება, კმაყოფილი იყო ამით და ამის შემდეგ დაინიშნა. გამოაგზავნეს ამ ელჩის გამოწვევა? – მოვაწერე ხელი, როგორც ყველ სხვა გამოწვევაზე. რჩება ერთი ბაქრაძის პრობლემა, ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში სარჩელი და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, რადგან 15 ივლისის წერილია, რამდენიმე დღის. ვნახოთ, როგორი ქმედება ან უმოქმედობა მექნება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი