''ხვალიდან იწყება სამუშაო ჯგუფების მუშაობა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმენით არასამთავრობო სექტორთან ერთად'' - სერგო ჩიხლაძე

თუ ჩვენი შეთავაზებები არ იქნება გაზიარებული, განვიხილავთ ზეწოლის სხვა ბერკეტებს - ფასადური კანონპროექტებით, რომელშიც ძირითადი საკითხები განხილული არ არის, არც საზოგადოება, არც პოლიტიკური პარტიები და არც ევროპელი პარტნიორები არ მოტყუვდებიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხვალიდან პარლამენტში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის სამუშაო ჯგუფების მუშაობა დაიწყება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე იზრუნებს.

 

„ხვალიდან პრაქტიკულად იწყება სამუშაო ჯგუფების მუშაობა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმენით არასამთავრობო სექტორთან ერთად. დაიწყება 3 საკითხის განხილვა, რომელიც შეეხება მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემას და ანტიკორუფციას. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური, ამიტომ მივესალმებით თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩაერთვებიან შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები. ჩვენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსაც მოვახსენებთ ამ ჯგუფების მიმდინარეობის შესახებ და მივესალმებით ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც ამ პროცესში ჩაერთვება. რაც მმართველ გუნდს აქვს დაანონსებული, იქ საკვანძო საკითხები არ განიხილება, ისინი ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს არ შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებები არ იქნება განხილული და მართლმსაჯულებაში ერთადერთი პრობლემა მოსამართლეების რაოდენობაა, როდესაც ასეთი დათქმებით ქმნიან ჯგუფებს, რომელშიც დღის წესრიგი არ არსებობს, მონაწილეობას ოპოზიცია არ მიიღებს. ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ 12-ვე საკითხზე უნდა იყოს მუშაობა, „ოცნება“ ძირითად 4 საკითხზე ამბობს, რომ ამაზე არ იმუშავებს, ეს არ არის პროცესი, რომელსაც ევროკავშირი გვეუბნება.

 

თუ ჩვენი შეთავაზებები არ იქნება გაზიარებული, განვიხილავთ ზეწოლის სხვა ბერკეტებს. ფასადური კანონპროექტებით, რომელშიც ძირითადი საკითხები განხილული არ არის არც საზოგადოება, არც პოლიტიკური პარტიები და არც ევროპელი პარტნიორები არ მოტყუვდებიან. ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები სხვადასხვა ტიპის, რომლითაც მოხდება წნეხი ხელისუფლებაზე, რომ რეალურად შეასრულოს 12 რეკომენდაცია“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

წაკითხვა 250 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 24 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.