„სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან
ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, მის მიერ ინიცირებული პროცესი დაიწყო, რაც ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ამოქმედებაში გამოიხატება.
აღნიშნული ჯგუფები ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტებს მოამზადებს და ინიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს.
ამ წუთებში სამი საპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანების: „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან. შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე მიმდინარეობს.
დღესვე მართლმსაჯულების საკითხებზე და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები შეიკრიბება.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
