''ხელისუფლებისგან მოელოდე, რომ მართლა საფუძვლიანად შეასრულებს 12 რეკომენდაციას, გულუბრყვილობაა'' - გია ნოდია
ოპოზიციის მოქმედებები ზოგადად არის ძალიან არათანმიმდევრული, ბოიკოტის პოლიტიკიდან მოყოლებული, ასე გრძელდება და როგორც ჩანს ასეც გაგრძელდება, ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ ტრაგედია არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
გია ნოდიას შეფასებით, მოლოდინი, რომ ხელისუფლება 12 რეკომენდაციას საფუძვლიანად შეასრულებს გულუბრყვილობაა, მაგრამ ევროკავშირსაც და საზოგადოების ნაწილსაც მოსწონს „თანამშრომლობის თუნდაც იმიტაცია“.
„ხელისუფლებისგან რომ მოელოდე, რომ ის მართლა შეასრულებს საფუძვლიანად იმ 12 რეკომენდაციას, ჩემი აზრით, გულუბრყვილობაა იმიტომ, რომ რაღაცას აკეთებდა ბოლო წლები და საპირისპიროს მიმართულებით უნდა წავიდეს და არ ჩანს, რომ ის ამას გააკეთებს, ასე რომ მასთან თანამშრომლობა მოჩვენებითია, მაგრამ ევროკავშირს მოსწონს ეს პროცესი და რაღაცნაირად საზოგადოების ნაწილსაც მოსწონს ეს თანამშრომლობის თუნდაც იმიტაცია და ვიღაც ითანამშრომლებს, ვიღაც შევა სამუშაო ჯგუფში, ვიღაც პარალელურს გააკეთებს, რა ვუყოთ. არცერთი არ მგონია სწორი, არცერთი არ მომწონს“, - განაცხადა გია ნოდიამ.
გია ნოდიას მტკიცებით, ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაციიდან დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის პუნქტების შესრულება სურვილებია და შესრულება სათუოა.
„ორი პუნქტია, რომელიც ყველაზე უფრო დამაბნეველია, დეპოლარიზაცია, რომელიც ოპოზიციასაც ეხება, მაგრამ პირველ რიგში მაინც ხელისუფლებას ეხება და მეორეა დეოლიგარქიზაცია, რომელიც საქართველოს პირობებში თითქოს შეფარული მოწოდებაა, რომ შეცვალეთ ხელისუფლება, ბევრმა ასე გაიგო.
დეპოლარიზაციაც და დეოლიგარქიზაციაც არის რაღაც ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც არის უფრო სურვილები, რომლის შესრულებაც, ერთისაც და მეორისაც, არსებული ხელისუფლების პირობებში ჩემთვის ცოტა სათუოა“, - განაცხადა გია ნოდიამ.
სიახლეები
- ხვალ, საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბულგარეთში გამართავს
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა