''პუტინმა ერდოღანს რუსეთში „ბაირახტარის“ საწარმოს გახსნა შესთავაზა'' - მედია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის აღმასრულებელ საბჭოს წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს უპილოტო საფრენი აპარატების „ბაირახტარის“ მწარმოებელ კომპანია "ბაიკართან" თანამშრომლობა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Turk-ი ავრცელებს.

ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას „ბაირახტარის“ მწარმოებელი ქარხნის რუსეთში გახსნა შესთავაზა „მოდით “ბაიკართან“ ერთობლოვად ვიმუშაოთ“, - გაიმეორა მან პუტინის შეთავაზება.

 

"ბაირახტარის" მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა ჰალუკ ბაირახტარმა CNN International-ს უპასუხა, რომ მხარს უჭერენ „უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის“, ამასთან განაცხადა, რომ არასოდეს მიუწოდებიათ რუსეთისთვის მათი წარმოების დრონები და „მსგავს რამეს არასოდეს გააკეთებდნენ“.

 

დღეს 26 ივლისს გახდა ასევე ცნობილი, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 5 აგვისტოს სოჭში შეხვდება.

 

სააგენტო "ანადოლუს" თანახმად შეხვედრის თემა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და რეგიონში მიმდინარე პროცესები იქნება.

წაკითხვა 574 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 27 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.