ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს
„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს, რუსეთთან შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ ერთი მიდგომა – როგორც ტერორისტ სახელმწიფოსთან. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ რუსეთის მოქალაქეებთან მიდგომას. მადლიერი ვარ ჩეხეთის, ბალტიის ქვეყნების და სხვა ქვეყნების, რომლებმაც წამოიწყეს დისკუსია ტერორისტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ რუსი მკვლელები, სახელმწიფო ტერორის ხელმძღვანელები არ ისარგებლებენ შენგენით. არ შეიძლება ევროპის იდეის დანგრევა, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების. არ შეიძლება, ევროპა გადაიქცეს სუპერმარკეტად, რომლისთვისაც სულ ერთია, ვინ შედის, მთავარია ადამიანმა გადაიხადოს ნავაჭრი. ამიტომ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება სამართლიანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც დევნის გამო სჭირდებათ საზღვრებს მიღმა მხარდაჭერა დევნის.
„მათ უნდა მიიღონ ცივილიზებული მსოფლიოსგან დახმარება. ამისთვის არსებობს იურიდიული ნორმები, თავშესაფარი და სხვა გზები, მაგრამ ეს მათთვის, ვინც იბრძვის, ვისაც დევნიან. ეს არ უნდა ეხებოდეს რუსების დასვენებას ევროპაში. ტერორისტ სახელმწიფოსთან მუშაობა არ შეიძლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
- ლარის კურსი
- ნორვეგიაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
