''იდეების მოფიქრება თუ არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ვერც ფიზიკურად ახერხებთ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ ფულით''

„გირჩი -მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით მოქალაქეებს მიმართავს.

„დაპირებული პოსტი, თუ ფიქრობთ რომ: 1. ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მიიტაცა მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები; 2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან; 3. ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე ; დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ; 5. ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს; 6. შესაბამისად. ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად და მზად ხართ. მონაწილეობა მიიღოთ პროტესტში, რომელიც მიმართულია: 1. დაუმორჩილებლობისკენ; 2. აბუჩად აგდება/დაცინვისკენ​; 3. საბოტაჟისკენ; 4. პარალიზებისკენ​ და საბოლოო ჯამში რიგგარეშე არჩევნებით ამათი სახლში გაშვებისკენ​ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ შემდეგი ფორმებით:

 

1. ასეთი შინაარსის საპროტესტო იდეები შეგიძლიათ პირდაპირ მომწეროთ აქ, ამ გვერდზე, მესიჯად ან კომენტარის სახით. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კონფიდენციალურობის შენარჩუნება, იდეები შეგიძლიათ გამოგზავნოთ; 2. თუ გადაწყვეტთ ფიზიკურად ჩაერთოთ საპროტესტო აქტივობებში, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე და ჩვენ დაგიკავშირდებით, შეგხვდებით, მოგიყვებით რას ვაპირებთ და რაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა; 3. თუ იდეების მოფიქრება არ არის თქვენი ძლიერი მხარე ან არ გაქვთ ამისი დრო, და ვერც ფიზიკურად ახერხებთ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ფულით; 4. გარშემო ელაპარაკეთ ხალხს. რაც შეიძლება ბევრს. ყოველდღე. არ გაჩერდეთ. არ დანებდეთ. არ დაკარგოთ რწმენა. უნდა გავბევრდეთ. ეგ უნდათ ზუსტად ამ უსინდისო პარაზიტებს რომ თქვენ გაჩუმდეთ და გაჩერდეთ ნებისმიერი მიზეზით. არ გაახაროთ ეს სირები, პირიქით. ბევრნი თუ ვიქნებით, ვერაფერი გაგვაჩერებს. თუ არც ერთს და საერთოდ არაფერს აპირებთ, დაელოდეთ კავკასიურ ბურიატიაში ან მექსიკა-ამერიკის საზღვარზე გაღვიძებას“, – წერს ჯაფარიძე.

წაკითხვა 262 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.