"ბრალდებები, რომლებიც ბოლო დროს გაკეთდა აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები"

ბრალდებები, რომლებიც ბოლო დროს გაკეთდა აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას, მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

„რაც შეეხება ამ ჯგუფს, არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, აშშ საქართველოს ბევრი წელია, ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს ასევე მოიცავს მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გააკეთეს აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკა მუშაობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკური სპექტრის ირგვლივ. ასე შეგვიძლია, ჩვენ უკეთესად დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ვაკეთებთ ქართველ პარტნიორებთან 30 წელია და ამის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებშიც. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელზეც ჩვენ გვაკისრებენ პასუხიმგებლობას პოლარიზაციაზე, რომელიც აქ არის, არის გადაბრალების მცდელობა ჩვენზე და დასავლელ პარტნიორებზე მათგან, ვინც იცის, რომ თავად არიან პასუხისმგებლები. შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს“, – განაცხადა დეგნანმა.

 

მისივე თქმით, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, გადახედონ ბოლო 3-4 წელს და დაფიქრდნენ, საიდან მოდის ეს პოლარიზაცია.

 

„გატეხილი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები, აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალხვაში. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა. აი, რაზე უნდა ფოკუსირდეს პარლამენტი და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, ყველა მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ გააკეთებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშავოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.

წაკითხვა 282 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.