''მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!''
საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით მომავალი, 2023 წელი იყოს საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის იმ მიზეზით, რომ 180 წელი სრულდება ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან.
სალომე ზურაბიშვილი დიდი ჯიხაიშიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროპეიზაციის ერთგული დამცველი და ამავდროულად, მომავალ წელს წყდება საქართველოს ევროპული მომავლის ბედი.
"ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელი.
ამისთვის უნდა გავმართოთ ალბათ, საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა.
ამავდროულად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე. ის ყველასია, ნიკო ნიკოლაძე არავის არ ეკუთვნის, არც მე და ეკუთვნის ქვეყანას რომელსაც ემსახურებოდა და ეკუთვნის ამ ევროპულ იდეას.
ასე რომ, ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
