''თვალყურს მივადევნებთ პროცესს პარლამენტში'' - ჟულიენ კრამპსი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი დღეს „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, რომ ევროკავშირის დელეგაცია თვალყურს მიადევნებს პარლამენტში მიმდინარე პროცესს და გააგრძელებს მაღალ დონეზე შეხვედრებს როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან. დეპუტატებთან დღეს მისი შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის და გასატარებელი რეფორმების განხილვა იყო.

 

„ჩვენ მოვუწოდებთ საპარლამენტო ჯგუფებში მუშაობა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება იყოს ჩართული. ჩვენ მივყვებით ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმდა და ის ფორმალურად ორი დღის წინ დამტკიცდა. ამ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე მივყვებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე დავეყრდენით წინადადებებს ამ ორგანიზაციებიდან, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან, რათა უზრუნველგვეყო შემდგომი მხარდაჭერა და მათ შემოგვთავაზეს, გადაგვეხედა კანონპროექტის ამ ყველა მნიშვნელოვან ასპექტებზე და ჩვენ მოვუწოდებთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობები.

 

ყველა ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმ სამუშაოსთვის, რომელიც ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებს წარმოადგენს. ევროკავშირის დელეგაცია ჩაერთვება და თვალყურს მიადევნებს პროცესს პარლამენტში, გავაგრძელებთ მაღალ დონეზე შეხვედრებს ყველა მხარესთან, მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, სხვა მხარეებთან, როგორებიც არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამ პროცესზე მეტ კომენტარს დღეს ვეღარ გავაკეთებ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" რეფორმებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ვინაიდან საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი უთხრეს 27 წლიანი ისტორიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს, რის გამოც შეხვედრა დატოვა ასევე სამართლიანმა არჩევნებმა. უარი უთხრეს სამუშაო პროცესში ჩართვაზე "სასამართლოს გუშაგსაც" იურიდიულ კომიტეტში სასამართლოს თემაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის გამო.

 

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

 

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

წაკითხვა 285 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.